პროექტის აღწერა; სრულყოფილი დახასიათება (როგორც წარსული, ისე თანამედროვე) იმ გარემოსი, სადაც დაიბადნენ და იზრდებიან პროექტშიმონაწილე მოსწავლეები.
ბუნებრივი რესურსები
ლოპოტის ხეობაში მთავარი გეოგრაფიული ობიექტი და ბუნებრივი რესურსია მდინარე ლოპოტა। სათავეში იგი სათევზაოდ გამოიყენება ზაფხულში მისი შუა წელი კი_საბანაოდ, უფრო მნიშვნელოვანია მარმარილოს საბადო। რომელიც მდინარის დაბადების ადგილას მდებარეობს। ამ საბადოს აღმოჩენა უკავშირდება სოფელ ლაფანყურის პირველი მცხოვრების ლეგა ნარუსვლიშვილის სახელს. ერთხელ ნადირობის დროს ლეგა პაპამ შეამჩნია, რომ ერთ ადგილას ხევში წყალი თეთრად გამოიყურებოდა. იგი ახლოს მივიდა და ნახა, რომ წყალი თეთრ კლდეზე (ტინზე) გადმოჩქებდა. გაოცდა, თეთრი ქვა მანამადე მის თვალებს არ ენახა. ტინს მუშტისოდენა წაატეხა, ნანადირევით სავსე გუდა უფრო დაიმძიმა და მეორე დღეს ბოფელში უკვე ყველამ იცოდა ,,თეთრი ქვის’’ არსებობის ამბავი. შემდეგ ამ ,,თეთრი ქვის’’ ნატეხმა დედაქალაქი მოინახულა და ლეგა პაპას მეგზურობა დასჭირდა მთავრობის მთავრობის იმ დელეგაციისთვის რომელიც სპეციალისტებისაგან შედგებოდა და რომლებმაც კარგად იციდნენ ,,თეთრი ქვის’ ფასიც და როგორც შემდგომმა გამოკვლევებმა ნათელყვეს, ლოპოტის მარმარილო თავისი თვისებებით უნიკალურია, ხოლო საბადოს მარაგი--თითქმის ულევი.
პირველად მარმარილოს ხარებით და კამეჩებით ეზიდებოდნენ სოფეში. 1986 წელს მარმარილოს გატანა დაიწყო ,, თელავის ფილაქ-მარნარილოს კომბინატმა’’ 1994 წლამდე კომბინატ საფქვავი იყო ლაფანყურში, ხოლო 1994 წლიდან გადაიტანეს თელავში. მისი მოპოვება ხდება კარიერული წესით. აქ არის 5 განცალკევებული უბანი. ლოპოტის მარმარილოს საბადო დაკავშირებულია ქვედა ლიასის წყებასთან, რომელიც აგებულია კვარც- სერიციტული მეტამორფული ფიქლებით და ქვიშაქვებით. ამ ნალექებში გვხვდება 1-დან 40მ-მდე სისქის ციცაბოდ დაქანებული 500-700მ სიგრძის მარმარილოს ლინზები.
ლოპოტის მარმარილო ერთგვაროვანი, სუფთა, წვრილი და საშუალო მარცვლოვანია. ფერი: თეთრი, მონაცრისფრო ძარღვებით. ნაცრისფერი და მუქი ნაცრისფერი, თეთრი ძარღვებით. ადვილად მუშავდება და პრიალდება. იგი მდებარეობს სოფ. ლაფანყურიდან 18 კმ-ის დაშორებით.
ხეობის ტერიტორიაზე რამდენიმე ხელოვნური წყალსატევია, სადაც თევზის მოშენებას მისდევენ.
GG
გონჯახევის გოგირდოვანი წყლები
მდინარე ლოპოტის ხეობაში გამოედინება გონჯახევის გოგირდოვანი წყლები , ეს არის მიწისქვეშა მინერალური წყალი. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალურ კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ-გეოგრაფიული თვისებები. გონჯახევის ფორმირებაში მონაწილეობს ზედაპირიდან ჩაჟონილი (ინფილტაციური) წყალი და აქ არსებულუ ქანები, რომელიც შეიცავს გოგირდის ნაერთებს. ტემპერატურის მიხედვით (4-დან 20 გრადუსამდე) მიეკუთვნება ცივი მინერალური წყლების ჯგუფს. ის ხასიათდება ნაჯერი მინერალიზაციით (30_150 გ/ლ). იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. გონჯახევის გოგირდოვანი წყლები მდებარეობს სოფ. ლაფანყურიდან 3,5 კმ-ში.
გონჯახევის სპილენძის საბადო
სოფლიდან მოშორებით მდებარეობს ,,ნამარნევის ხევი,’’ სადაც ახლახანს აღმოაჩინეს სპილენძით მდიდარი საბადო. აქ ექსპერტების დასკვნით არის სპილენძის მადნის 20 წლის მარაგი. ეს საბადო სრულად არ არის გამოკვლეული და ადვილი შესაძლებელია აქ აღმოჩნდეს სხვა საბადოც ( ეს შეიძლება იყოს ერთერთი ძარღვი). გონჯახევის სპილენძის საბადო ჯერჯერობით ექსპლუატაციაში არ შესულა.
ფლორა და ფაუნა
ხეობა გამოირჩევა ფლორა-ფაუნის მრავალფეროვებით. აქ გვხვდება როგორც ჭალის, ასევე ალპური ზონის ფლორის სახეობები წაბლი, კაკალი,
მუხა, ცაცხვი, ქორაფი, არყი, ლაფანი. სავარაუდოდ სოფლის სახელის წარმოშობაც ამ უკანასკნელს უნდა უკავშირდებოდეს.
ლოპოტის ხეობაში ბინადრობს: დათვი, მგელი, ტურა, მელა, გარეული Eღორი, შველი, ირემი। აქვეა ფრინველთა ისეთი ჯიშები, როგორიცაა: ქედანი, გარეული იხვი და ბატი, მწყერი, შუნი, შაშვი, კაჭკაჭი, რამდენიმე ჯიშის კოდალა, რომელთაგან ერთ-ერთი, დიდი მწვანე კოდალა წითელ წიგნშია შეტანილი.
ლოპოტის ხეობის წარმომავლობა
ცნობილია, რომ დაახლოვებით 50 მილიონი წლის წინ მთელი კავკასია დაფარული იყო ზღვით, სადაც კუნძულის სახით ამოიზიდა კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი. ლოპოტის ხეობა, რომელიც მდებარეობს კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, ბუნებრივია, უძველესი ხეობაა. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ხანის ნივთები: ბრინჯაოს სამკაულები, თიხის ჭურჭელი, ისრისა და შუბის პირები, სამოსახლოები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ ადამიანები უძველესი დროიდანვე ცხოვრობდნენ. მწირი ისტორიული ცნობების მიხედვით, ლოპოტის ხეობა კარგად დაცული და გამაგრებული ისტორიული ერთეული უნდა ყოფილიყო.
AAAAAAAლაფანყურის წარმოშობა და ადგილმდებარეობა
თელავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, კავკასიონის კალთების ძირში, ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს სოფელი ლაფანყური. იგი თითქმის ოთხივე მხრიდან გარშემორტყმულია მთებითა და გორებით. Mმხოლოდ დასავლეთის მხარეს გაურღვევია მთათა რკალი სწრაფსა და დაუდეგარ ლოპოტას. მდინარის სიგრძე 36 კილომეტრია. ლოპოტის ორივე სანაპირო – ჭალა, ბორცვები და ფერდობები _ მეოცე საუკუნის დასაწყისში გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული. უხვად მოიპოვება უძველესი და უტყუარი ნაშთები იმისა, რომ ლოპოტის ხეობაში, თითქმის ალპურ ზონამდე, შორეულ წარსულში ხალხი ცხოვრობდა. ხეობის სიღრმეში, სოფლიდან 20-25 კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს ადგილები, რომელთა სახელები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ოდესღაც ისინი დასახლებული პუნქტები ყოფილან და არა, უბრალოდ, გეოგრაფიული ადგილები: სასანთლე, მუხაციხე, ნაკალოვარი, ჩხინკური, გონჯახევი, ნამარნევის გორი, ტორნისი, ჭურისხევი. ეს ადგილები დაფარულია ეკლესიათა და ციხეთა ნანგრევებით, ნასოფლარებით, ქვითკირებით, სასაფლაოებით. არქეოლოგებმა დღემდე რატომღაც ვერ მოიცალეს ლოპოტის ხეობის შესასწავლად. მაშინ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფად აღარ მოგვეჩვენებოდა სოფლის უხუცესთა მეხსიერებამდე მოღწეული ცნობა იმის შესახებ, რომ მჭიდროდ დასახლებული და გამაგრებული ლოპოტის ხეობიდან გამოსული ჯარი მრისხანებითა და მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა.
ლოპოტის ხეობაში სამი დაბა ყოფილა: “ჩხინკური”, “მუხაციხე” და “ნოსორნა”। ივ। ჯავახიშვილის ცნობით, ერთ მომენტში ვახტანგ გორგასალს თავისი ვაჟი დაჩი დაბა ნოსორნაში გაუხიზნავს...
მაგრამ ეს ყველაფერი შორეული ისტორიაა, ძალზე შორეული და ბურუსით მოცული. ამჟამად ამ ხეობაში მხოლოდ ერთი სოფელია __ ლაფანყური.
თვით სოფლის სახელის ანალიზი კი ასეთია: ლაფნიანი ყურე _ ლაფანყურე _ ლაფანყური ლაფანი ხე-მცენარის სახელია სწორედ წითელ წიგნში შესული ამ მცენარით არის დაფარული დღევანდელი სოფლის მიდამოები.
ივრის ხეობის სათავეში მცხოვრებ რამოდენიმე ადამიანს მოსწონებია ლოპოტის ხეობა და გადაუწყვეტია აქ დასახლება. მთის მძიმე პირობები ცხოვრებისა ახალმოსახლეებს არც აქ შეუმსუბუქდათ. 9-10 ოჯახი, ცულებით, თოხებით, წერაქვითა და ხის გუთნებით შეიარაღებული, გაუვალ ტყეს შეებრძოლა. საქმე ძალიან ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა, შრომამ და გარჯამ ნაყოფი გამოიღო. მთიელები თავიანთ ნათესავებს, ახლობლებს ეპატიჟებოდნენ კახეთში. აქ ჩამოსახლება უკვე არაგვის ხეობის მკვიდრებმაც დაიწყეს. 1908 წელს ჩამოსახლებული 10 ოჯახით დაიწყო ლაფანყურის არსებობა და დღეს უკვე 350 კომლიანი ულამაზესი სოფელია.
მნიშვნელოვანი მოვლენები
მიდიოდა დრო...
ისტორია ფურცლავდა საუკუნეებს და ინიშნავდა მნიშვნელოვან მოვლენებსა და ცვლილებებს ჩვენი სოფლის რეალობიდან...
ისტორიაში ცნობილია, როგორ იძლივნენ მურვან-ყრუს მოლაშქრენი ნოსორნასა და ლოპოტის ციხეებთან, თუმცა დატოვეს მორბეული, დამწვარ-დაბუგული და გავერანებული მხარე, რომელიც მაინც აივსო მოსახლეობით და სოფელ ლაფანყურის დაარსებამდე სოფლის შემოგარენის მთელ პერიმეტრზე, მთისწინების ჩათვლით, ხეობა სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა.
სოფელს ახსოვს ავადსახსენებელი ,,ლეკიანობა”, რომელსაც თან ახლდა მოთარეშება-მორბევა-დატყვევვება და ისიც, როგორ ცდილობდნენ ლოპოტის ხეობის დაკავებას. არაერთი სისასტიკით ცნობილი ამბავი აქვს შემონახული ისტორიას და სოფლის უხუცესთა მეხსიერებას. ერთ-ერთი ახლგაზრდის დანიშნული ხევსური გოგო, სამამამთილოსთან ერთად ანწლის საკრეფად წასული, მოთარეშე ლეკებს გადასწყდომია. კაცისთვის თავი მოუჭრიათ, გოგო კი ლეკეთში გაუტაციათ. სახალხო გმირად შერაცხულ ალიას (გიორგი გიგაური, რომელსაც ლეკებმა მეტსახელად ,,ალია” შეარქვეს) გამოუხსნია ტყვეობიდან ქალი. საქმროს მის შერთვაზე უარი უთქვამს... თავისუფლებადაბრუნებული გოგო ცოლად გამომხსნელსვე შეურთავს...
ალიასი, ივანე ღაღოლიშვილის, ფიდო გამიაშვილის სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა დუშმანს. საბოლოოდ, მათ სამუდამოდ ამოაკვეთინეს ფეხი ლეკებს სოფლიდან. ვერც ლაფანყური გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის უბედურებას. 86 ახლგაზრდა გააცილა სოფელმა ფრონტის ხაზზე, საიდანაც ნახევარზე მეტი აღარ დაბრუნებულა. ამის უტყვი მოწმეა სკოლის ეზოში აღმართული ბელისკი, რომელიც თავდადებულთა ხსოვნას ინახავს.
სამწუხაროდ, მის გვერდით აღიმართა კიდევ ერთი ხსოვნის ძეგლი, რომელიც აფხაზეთის ძმათა ომში დაღუპული გმირის--გია ციგროშვილის სახელს უკვდავყოფს.
და კვლავ მიდის დრო... გზად სიახლეებს და ცვლილებებს ტოვებს...თუ კომუნისტური რეჟიმის დროს ერთადერთ ,,გასვლითი სამუშაოების” ადგილს რუსეთი წარმოადგენდა, სადაც იშვიათად მიგრირდებოდნენ სოფლიდან, დღეს იგი სანახევროდ დაცლილია. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ევროპის ქვეყნებშია სამუშაოდ წასული. მათი უმრავლესობა ქალია. საზღვარგარეთ ქმნიან ოჯახებს დაუოჯახებლები, ხოლო ოჯახიანებს დიდპატარიანად მიყავს თავისიანები. 15-მდე მოზარდი სწავლობს ათენის, ბერლინის, პარიზის სკოლა-ბაღებში. მათი დაცლილი, მიტოვებული და მოწყენილი სახლები კი ამაოდ ელიან პატრონებს.
კულტურული ძეგლები
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ეკლესიის ნანგრევი და ნაციხარი გვხვდება. მათგან ყველაზე უძველესია ,,დევის ხვრელის” ნაშთები”. გეოლოგთა ერთმა ჯგუფმა დაათვალიერა (ღრმად არ გამოუკვლევიათ) ეს ადგილები და ნანახის შედეგად დაასკვნეს, რომ აქ პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია (გამოქვაბულში ნანადირევის ძვლები აღმოაჩინეს). ამის მომდევნო პერიოდშიც გრძელდება აქ ცხოვრება, რაზეც მეტყველებს აბანოები, საფლავები, ჯვრები.
დიდად სარწმუნოა, რომ აქ წარმართული ძეგლებიც იქნებოდა, მაგრამ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ისინი გაანადგურეს და დღემდე შემორჩა მხოლოდ თავდაცვის ნაგებობები. ნაციხარებიდან შედარებით კარგადაა შემონახული ,,კიპურჭების ციხე”, რომელიც, სავარაუდოდ, XVI_XVII საუკუნეებშია აშენებული. როგორც ჩანს, ის აკონტროლებდა ხეობის შესასვლელს.
რაც შეეხება ეკლესიებს, მათი უმეტესობა ჩამოშლილია, რამდენიმე კი შედარებით უკეთესადაა შენახული. ,,ტორნისის” სამეკლესიანი ბაზილიკა VI საუკუნეს მიეკუთვნება და სოფლის რაც შეეხება ეკლესიებს, მათი უმეტესობა ჩამოშლილია, რამდენიმე კი შედარებით უკეთესადაა შენახული. ,,ტორნისის” სამეკლესიანი ბაზილიკა VI საუკუნეს მიეკუთვნება და სოფლის ჩრდილო—არმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ასევე ბაზილიკის ტიპისაა წმინდა გიორგის გვიანი ხანის ორეკლესიანი ნაგებობა. დღესაც მოდიან აქ როგორც ადგილობრივი, ასევე მეზობელი სოფლის მცხოვრებნი შესაწირითა და ქადა-პურებით.
განსაკუთრებით საყურადღებოა მდინარე ლოპოტის მარჯვენა მხარეს, ,,მაჩხაურში”, მდებარე ღვთისმშობლის სალოცავი,რომელიც გრანდიოზული ნაგებობა უნდა ყოფილიყო.
,,ნოსორნაში” შემორჩენილია VI საუკუნის ,,ნოსორნის ტაძრის” კონუსი.
გვიანი ფეოდალური ხანის კოშკია ორსართულიანი ,,კოპალა”.
სოფლის დღესასწაულები და ადათ-წესები
არაგვისა და ივრის აუზის სოფლებიდან ჩამოსახლებულმა ფშავლებმა თან ჩამოიყოლეს შესანიშნავი ტრადიციები, რომლებიც თითქმის უცვლელია დღესაც. 12 თემად დაყოფილ ფშავლებს თავთავისი სალოცავი აქვთ: ცაბაურთა, ჭიჩო, იახსარი...აქვთ საერთო სალოცავები: ადგილის დედა, ლაშარი, თამარი, წმინდა გიორგი. ღვთიშვილთა დღეობაზე თუ უკანა ფშავში წასვლას ვერ ახერხებენ ლაფანყურელები, სოფლის სალოცავში მაინც აუცილებლად მივლენ საკლავით, სანთლით და ქადა-პურებით.
სოფელს ჰყავს ხევისბერი. იგი წარუდგება ხალხს ლოცავს მათ—ღვთის მშობელს, ქრისტეს 365 წმინდა გიორგის, ოთხივკუთხივ სალოცავებს, ყველა ღვთისშვილთ, ტორნისს მდგომ ანგელოზს გამოსთხოვს წყალობას ხატიონთათვის. უსურვებს თითოეულ მლოცველსა და სრულიად საქართველოს უსურვებს მშვიდობას, შვილთა სიმრავლესა და ხვავ-ბარაქას. ამის შემდეგ იწყება საერთო მოლხენა ფშავლებისა, რომელიც მართლაც დაუვიწყარი სანახაობაა—ცეკვა-სიმღერითა და კაფიაობით.
სოფელი განსაკუთრებით აღნიშნავს სახალხო დღესასწაულს--,,ვაჟაობას”. 1970 წლიდან დღემდე იგი ყოველთვის ივლისის ბოლო შაბათს იმართება. ღონისძიებას ესწრებიან: მწერლები და პოეტები, მეცნიერები, ვაჟას თაყვანისმცემლები, რაიონის ხელმძღვანელობა. მონაწილეობას იღებენ მხატვრული შემოქმედების ცნობილი ჯგუფები. ტარდება დოღი, ჭიდაობა. ღონისძიება აცოცხლებს და ახალისებს სოფელს.
ხალხური რეწვა
ფშავლების ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო. ამიტომაც მოეწონათ ლაფანყურის მდებარეობა და აქ ჩამოსახლებულებმაც ეს საქმიანობა გააგრძელეს. ფშავლები არც ხალხური რეწვის ტრადიციას ღალატობდნენ. უკლებლივ ყველა ქალს ჰქონდა საკუთარი ხელით დაჩეჩილი, დართული, დაძახილი, ბუნებრივი საღებავებით შეღებილი ძაფისაგან დაქსოვილი ჯეჯიმები, ფარდაგები, ხურჯინები, წინდები. ეს ყველაფერი პატარძლის აუცილებელი მზითევიც იყო.
ასევე საკუთარი ხელით ხვეწდნენ და ამზადებდნენ ფშავლის კაცები ხისგან საოჯახო ჭურჭელს: ვარცლებს, ჯამებს, კოვზებს, სამარილეებს, ხინკლის საჭრელებს, ცომის სათხელებლებს, ქვიჯებს, ხონჩებს. საოჯახო ნივთებს: ჯარას, თითისტარებს, საგრეხელებს, საჩეჩელებს, ხოკრებს. რძის დამუშავებისათვის აუცილებელ ნივთებს: ჩხუტებს, ბარნელებს, ხონებს, ძობნებს, ტაბაკებს. ბევრი მათგანისათვის ეს ხელობა ოჯახის რჩენისა და შემოსავლის წყარო იყო და არის დღესაც.
საბედნიეროდ, დღესაც ჩეჩენ და ართავენ, ქსოვენ და შიბავენ წინდებს ჩვენი სკოლის გოგონები, ხვეწენ და ამზადებენ ხისაგან ულამაზეს ნივთებს ვაჟები.
ფოლკლორი
სოფლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისებაა ღვთისგან ბოძებული ნიჭი ლექსის სიყვარულისა. ფშავლები ,,ლექსზე ფიქრობენ მუდამა, დღე იყოს, თუნდა ღამეა”.
საერთოდ, ფშავლებში ორი კატეგორიის ადამიანები იმსახურებენ ხალხის ყველაზე მეტ პატივისცემასა და სიყვარულს,--გმირები და მოლექსეები. ტრადიციული გაგებით გმირობას ახალმა ცხოვრებამ ასპარეზი მოუსპო. მოლექსე, თუ ის მღეროდა კიდეც, თითქმის კერპად იყო ქცეული. სწორედ ასეთი კერპები იყვნენ ლაფანყურელებისათვის თავისი დროის საკმაოდ ცნობილი მოლექსეები: ფრუშკა (ალექსი წვეროშვილი), ხვთისო მინდოდაური, ტოკა (ხვთისო იმერლიშვილი), ტალაური (გიორგი კოდაშვილი), ტყიურა (ლევან ტვირთაშვილი), ილია და ლუკა მთიბელაშვილები (მამა-შვილი), გაკრულათ დარეჯანი (ბუკუკიშვილი), თანამედროვეთაგან—სერაფიონ რუსულაშვილი.
ბევრი მათგანის ლექსი დღესაც ზეპირად იცის ყველამ და, სიმღერებად ქცეულს, მთელი სოფელი მღერის.
საბედნიეროდ, დღესაც ბევრ ლაფანყურელს ,,გულში სჭირს” პოეზია.
მათ შორის გამორჩეულია თემურ ნაყეური:ჩემო ლოპოტავ
ჩემო ლოპოტის წყალ-ჭალავ, მთებო,
მინდა ეს გული თქვენზედ ვამღერო,
ოღონდ ნიავმა წამამიქროლოს
შენი მთებისამ, ჩემო გამზრდელო!
რა შამიძლავის ერთ ბეჩავ ფშაველს,
მაგრამ სიცოცხლეს არას დაგიდევ
შენ რომ იჩქეფო და იბობოქრო।
ამის გულისთვის ბევრსაც ჩავიდენ।
ეს შენ მასწავლე Fფშაური სიტყვა,
შენ შამაყვარე შენი ხეობა,
ფშაური ლექსი, იქვე კაფია,
ფშავლის შვილების ლაღი ღრეობა।
სანამ შენა ხარ, სანამ ხმიანობ,
რაა ისეთი, რომ მოვიწყინო?!
მე კიპურჭების ციხესთან მოალ,
Seni CanCqeris xma moismino
nu gamiwyrebi, Tu ki ver mnaxav,
Tuki xeobas sadam wavide,
Cemo lopotav, mTebis naJuro,
Seni gulisTvis ras ar Caviden!
samzareulo
Seudarebelia fSauri samzareulo. gansakuTrebiT gamorCeulia xinkali da dambal xaWos xaWo-erbo.
fSavlebs imdenad uyvarT es saWmelebi, rom maT simRerebi da leqsebic ki uZRvnes. cnobilia luka mTibelaSvilis leqsi ,,sawyalo xorcis xinkalo”
sawyalo xorcis xinkalo,
Senc gaifuWe saxeli,
netavi vin mogigona,
imas daadges naTeli।
Seni samSoblo fSavia,
bakani, xonCa, saceri,
kai msuqani cxvris xorci,
qeifi imis saferi।
wvrili da koxta naoWi,
gaqebdes Seni mnaxveli।
iukadrise sofeli,
asdeg, qalaqSi waxveli,
TefSebze wamogaskupes
erTi ujmaji, samzneli,
Tavi gaq uSvelebeli,
vin ari imis SamWmeli!
gulad mwvanili Cagides,
patara xorcis naWeri
sircxviliT rogora sCndebi
Tavis winapris Samrcxvneli?
qalaqSi gagafuWebdnen,
ver Tu icodi magTveni!
siyvaruliT savse leqsi uZRvna fSavelma jabanam Tavis katas, romelic mezoblebisTvis moparul dambal xaWos uzidavda patrons:
enacvlos Tavis patroni
Tavis TvalyviTel cicasa,
davalis mezoblebSia,
dambal xaWosa zidavsa
xsnil-marxva gamagebina,
agremc damayris miwasa.
dialeqti
fSauri dialeqti gramatikuli wyobiT, gramatikuli formiT, leqsikiT dResac Zalian axlos dgas Zvel qarTul enasTan.
demografia
amJamad sofel lafanyurSi 600_mde macxovrebelia. mosaxleobis ZiriTadi nawili mozardebi da moxucebia.